ილია ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძე ერთიანი იდენტობის ჩამოყალიბების რამდენიმე პირობას ასახელებს,თუმცა სანამ კონკრეტულად ამ პირობებზე ვისაუბრებდეთ ვთქვათ,რომ დღეს ოსმალოს საქართველოდ მოვიხსენიებთ ზემო-ქართლს. ცნობილია,რომ ამ მხარემ დიდი ღვაწლი გასწია ქართველთა თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად,ბევრი სისხლი დაღვარა,რათა არ დაეკარგათ თავიანთი ეროვნულობა. თუ ერთიანი იდენტობის პირობებზე ვიწყებთ საუბარს მაშინ აღსანიშნავია, რომ როცა საქართველო დანაწევრებული იყო მხოლოდ ამ მხარეში ეჭირათ ,,თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა“. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ,,ქრისტიანობამ პირველად სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებით’’. ამ დროს კი ქართლ-კახეთში ისევ კერპმსახურება სუფევდა. როცა ქრისტიანობის დასაცავად სამცხე-კლარჯეთში საშინელი ბრძოლა იყო,მაშინ იგი კი არ მოისპო, პირიქით, საბედნიეროდ უფრო გავრცელდა და გაძლიერდა. ,,როცა არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას ცდილობდნენ“ მაშინ ამ მხარის მკვიდრნი სწორედ ქრისტიანობისთვის იღვწოდნენ. აქ დღემდე შემორჩენილია ,,თლილის ქვით ამოყვანილი და მხატვრობით შემკული ეკლესიები“ რაც მათ ღვაწლს ადასტურებს. აქაური ქართველნი ,,საღმრთო და საერო წიგნებს ქრისტიანობისას ჰსთარგმნიდნენ“,ასევე აწესებდნენ მონასტრებ, სადაც ყმაწვილებს ასწავლიდნენ. ეს მხარე ცნიბილია ასევე ძალიან ნიჭიერი ადამიანებით, თვით შოთა რუსთაველიც კი ,,თავის სამშობლოდ სამცხე-საათაბაგოს მოიხსენიებს“. ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ არც ბაგრატ III, რადგან მისი გაძლიერების შემდეგ გაერთიანდა საქართველო, ამაში კი უდიდესი ღვაწლი სწორედ ოსმალოს საქართველოს მიუძღვის. მოიხედავად ამ დიდი თავდადებისა და უამრავი ბრძოლისა უკანასკნელი ათაბაგი მანუჩარი აღუდგა წინ არა მარტო ქრისტიანობას, არამედ ქართველობასაც და ,,სახელად დაირქვა საფარფაშა“.ამ მიზეზით ბევრი ადამიანი გადაიხვეწა ამ მხრიდან,იქ დარჩენილებს კი,საუბედუროდ,იძულებით მიაღებინეს მაჰმადიანობა. თავად მოძმე ხალხი, როგორც ილია ამბობს, დარჩა ,,უწინამძღვროდ, უმოძღვროდ, უეკლესიოდ და სასოწარკვეთილი, მწარედ დაჩაგრული, უწყალოდ დევნილი და განადგურებული, ნელ-ნელად მიეცა მაჰმადიანობასა“.(ილია ჭავჭავაძე,ოსმალოს საქართველო).

მიუხედავად ამ ფაქტისა,როგორც ილია წერს, „ზოგიერთი დღესაც იდუმალად აღიარებს ქრისტიანობასო“. იგი იმასაც ამბობს,რომ ჩვენ ერთმანეთს ,,მუხთლობამ, ღალატმა, შავით მოსილმა საქართველოს ბედმა ’’ განგვაშორა. იგი ასევე ამბობს,რომ ,,სარწმუნოების სხვა და სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს“,რადგან ქართველებმა იციან სხვისი სარწმუნოების პატივისცემა. ,,ოღონდ მოვიდეს კვლავ ის
ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, ქართველი,
ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის
სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს“ -ამბობს ილია და ამით ადასტურებს, რომ თვით სამცხე-კლარჯეთის მკვიდრნი კვლავ იმსახურებენ, რომ ერქვათ ქართველნი. ამას ყველა ზემოთ განხილული ასპექტი ადასტურებს,მათგან გამომდინარე კი სწავლა, განათლება, მამულისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა, უდიდესი სიყვარული ერისა და საოცარი ერთგულება საკუთარი რელიგიისა ის პირობებია, რაც შეიძლება ერთიანი იდენტობის ჩამოყალიბების საფუძველი გახდეს.(ილია ჭავჭავაძე).

ილია ჭავჭავაძის წერილებში ბევრ ისეთ საკითხზეა საუბარი, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს ერთიანი ერის ჩამოყალიბებას. პირველ რიგში,ილია ხაზს უსვას მოქმედების აუცილებლობას, რადგან იგი ყველაფრის საწყისია. ასევე უნიშვნელოვანესია,რომ საქართველო ჩამოყალიბდეს,როგორც თანამედროვე საზოგადოება,ამისათვის კი აუცილებელია ,,თითოეულმა პიროვნებამ თვითგანვითარება დაისახოს მიზნად“(ილია ჭავჭავაძე). იგი ქართველებს ეუბნება,რომ ,,აღდგეს“ და ,,დადგეს ერად სხვა ერთა შორის“ ,რათა მოწინავე ერების განვითარების გამოცდილება აითვისოს. ილია ასევე ხაზს უსვამს იმასაც,რომ ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული რეალობის კარგად გაცნობიერება და მის საფუძველზე მომავლის მიზნების დასახვა. ,,დრო შეიცვალა და ეს ქართველებმაც უნდა გააცნობიერონ“-ეს ილიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია. მისი თქმით დღეს ბრძოლა მხოლოდ ცოდნით შეიძლება და არა ხმლით,სწორედ ამიტომ ჩვენ პირველ რიგში განათლებული და ცოდნით შეიარაღებული თაობა გვჭირდება,რადგან სწორედ მისგან მომდინარეობს ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება,ესაა ,, პროგრესისკენ მიმართული ცვლილებების დანახვის უნარი“. ილია ასევე აუცილებლად მიიჩვევს ადამიანთა უფლებების დაცვასა და იმ ვალდებულებების გაზრებას, რაც ადამიანს აკისრია სოციუმის წინაშე.

ილიას შემოქმედება ფასდაუდებელია ქართველებისთვის, რადგან მის მიერ ჩამოყალიბებული იდეები ერგება ყველა დროსა და ყველა ეპოქას. პროგრესისკენ სწრაფვა,განვითარება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთან ერთად,მოძრაობა,ძიება,წარსულის დაფასება,აწმყოს გააზრება და მომავლის დაგეგმვა,ცოდნაზე ორიენტაცია,გონიერება უგუნურობის ნაცვლად, ერთსულოვნება,ქვეყნისა და ადამიანების სიყვარული,საერთი კულტურა,ენა,სარწმუნოების ერთგულება,ეკონომიკისა და პოლიტიკის საერთო მიზნისკენ მიმართული გეგმის მთლიანობა,მიზანდასახულობა,კავშირი სხვა ქვეყნებთან და სიახლეების ათვისება თვითიზოლაციის ნაცვლად-ეს იმ იდეათა მცირე ჩამონათვალია რაც ილია ჭავჭავაძის აზრით ერთიანი ერის ჩამოყალიბებას შეუწყობდა და შეუწყობს ხელს.

https://d19tqk5t6qcjac.cloudfront.net/i/412.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s