რა უნდა გავაკეთო  ხოლმე როცა ჩემი არ გჯერა ? და არც ის ვიცი როგორ დაგაჯერო ? … ვიცი პრობლემაა ეს,მაგრამ არ ვიცი როგორ მოვაგვარო..გგონია განძრახ ვივიწყებ ყველაფერს ? არა, პირიქით ! მაგრამ მე მიხარია კიდეც გულის სიღრმეში როცა რამე არ მახსენდება,რადგან ეგ ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ყოფილა შენზე მნიშვნელოვანი(და არც იქნება !) ,მაგრამ შენ სხვანაირად გებულობ ყველაფერს და მე,სამწუხაროდ ჯერ ვერ ვისწავლე როგორ აგიხსნა რაღაცები ისე რომ შენ შეძლო ჩემი დაჯერება..ისე აგიხსნა რომ ერთი კითხვაც არ გაგიჩნდეს და არ დაგაეჭვოს არაფერმა…და შენი სიტყვები, რომ ჩემი გრძნობის საფუძველი მარტო შეჩვევაა და მეტი არაფერი,ეს ცალკე უფრო დიდი ტკივილია ჩემთვის,რომელიც მინდა რომ აღარ განმეორდეს. და თუ ეს მართლა შეჩვევაა მაშინ იცოდე რომ ამაზე ძლიერს ვეღარ განვიცდი ვერაფრს,ამიტომ შენი ნებაა მას სიყვარულს დაარქმევ,შეჩვევას თუ რამე ახალ სახელს… დრო ? დროს გეთანხმები, რომ მნიშვნელობა ქონდა და აქვს კიდეც,მაგრამ უშენოდ არა..უშენოდ არა იმიტომ რომ მე დღემდე არ მჯერა როგორ შეგეძლო ყოველთვის ამდენი წლის განმავლობაში გეგრძნო როცა მჭირდებოდი. არ მახსოვს არც ერთი ჩემი რთული და მძიმე დღე შენს გარეშე,შენი სიტყვების გარეშე,რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც გიყვარვარ და ჩემს გვერდით ხარ.. და მე ვოცდებოდი ყოველ ჯერზე თუ როგორ გრძნობდი შენ ჩემს მარტოობის სევდას, თუ არ ვიცი რაც იყო… ვოცდებოდი იმ გრძნობის სიმძაფრით რომელსაც ყოველთვის მანახებდი მიუხედავად სიშორისა და ჩემი არ ვიცი როგორი ხასიათისა, რომელიც აუტანელია ზოგჯერ.(მაგრამ მოგიწევს ატანა !).

ბევრი რამის თქმა მინდა,ოღონდ არ მოდის სიტყვების სახით,შენ იცი ჩემი თვალები და რასაც დაინახავ იმას მიენდე,თუ გჯერა ჩემი გჯეროდეს,თუ არ გჯერა მითხარი როგორ და გპირდები რომ მაგასაც შევძლებ..მე მინდა რომ ჩემ მომავალს ჩვენი დაერქვას ოღონდ მინდა, რომ ერთმანეთის გაბედნიერება იყოს ჩვენი მთავარი მოვალეობა და არა სხვა რამე. სევდა იყო საკმარისად,ამიტომ  მინდა, რომ მე და შენ სულ ბედნიერები ვიყოთ..

შენი სიყვარულის მჯერა და გთხოვ,ჩემიც დაიჯერო. მიყვარხარ.

 10922450_758900690868322_3478732435783509980_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s