უცნაური დღეა.. დილით ისე გავიღვიძე თითქოს არც მძინებია,თითქოს სხეულს ეძინა,მაგრამ სულს არა .. მიუხედავად ამისა ბედნიერი მომეჩვენა დილა და ვიგრძენი, რომ კარგი დღე იქნებოდა ..იშვიათად ხდება ასე. იშვიათად ვგრძნობ ხოლმე, რომ ადამინი მხოლოდ სხეულისაგან არ შედგება,და რომ მას რაღაც იმაზე მნიშვნელოვანი აქვს შთაბერილი ვიდრე ეს შეიძლება გვესმოდეს. მიუხედავად დილის სუსხისა და სიცივისა ყველაფერი ლამაზი ჩანდა,ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა. სახლის წინ პატარა ბაღს რომ ჩავუარე ისე ბავშვურად მომინდა იქ შესვლა და თამაში,როგორც არასდროს,მაგრამ ლექციაზე მაგვიანდებოდა და იმის გააზრება მაინც მოვასწარი,რომ დილის ცხრის ნახევარზე საქანელებზე გართობის დრო არ მქონდა. გზაში უჩვეულოდ მანქანების სიხშირის გარდა მნიშვნელოვანი არაფერი შემიმჩნევია. რატომ არის დღეს ამდენი ხალხი ქუჩებში? მხოლოდ ეს ვკითხე საკუთარ თავს და მერე ისევ ინგლისურის ლექციაზე დავიწყე ფიქრი,რომელიც ალბათ იმიტომ მძულს,რომ 9 საათზე იწყება მე კი დილით ადრე გაღვიძება, რა თქმა უნდა, არ მიყვარს. სანამ ავტობუსიდან ჩავიდოდი კითხვაზე გავეცი საკუთარ თავს პასუხი, ალბათ იმიტომ,რომ დღეს ყველამ ჩემსავით ბედნიერმა გაიღვიძა.
ლექციამ ჩვეულებისამებრ ჩაიარა. მომდევნო ლექციამდე 4 საათი მქონდა დრო, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნდა გავატარო. ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის შესავალში სალექცო თემად რაღაც საინტერესო გვქონდა და მისი წაკითხვა დავიწყე. ვიღაც ამტკიცებდა, რომ წერას აზრი მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ხარჯზე აქვს. თუ იმაზე წერ რაც გამოცდილი არ გაქვს ან რის შესახებაც არაფერი არ იცი,მაშინ ჩათვალე რომ არაფერიც არ დაგიწერია,რადგან წარმოსახვა ის არაა რაც ჟურნალისტს სჭირდება. რა თქმა უნდა წარმოსახვის გარეშე წერა ძალიან რთულია,მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არა. ჟურნალისტმა უნდა გაითავისოს, რომ იგი პირველ რიგში ამბის მთხრობელია,რომელმაც ის საინტერესოდ და მიმზიდველად უნდა აღწეროს,და არა-მწერალი. ვკითხულობდი და თან ვეთანხმებოდი ამ ,,ვიღაცას”, რადგან მართლა არ შეიძლება წერო ან ისაუბრო იმაზე რაც არ იცი, რაზეც არაფერი გაგიგია და იმიტომ წერ ან საუბრობ მასზე,რომ უბრალოდ ასე გინდა. ჟურნალისტობა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, მაგრამ ისეთი ჯურნალისტობა არა როგორსაც დღეს ვხედავ. ამიტომაც ვორჭოფობ,არ ვიცი მართლა მზად ვარ და შევძლებ კი იმ სიბინძურისა და განუკითხაობის ატანას რაც შეიძლება წინ მელოდებოდეს ? …….. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა არ ვიცი რატომ,მაგრამ გულის სიღრმეში პროფესია ჟურნალისტი ჩემთვის ისეთივე პატივსაცემი და საამაყოა როგორც არც ერთი სხვა…… ამ თემამ ბედნიერება წამართვა!
სენსაციები,სენსაციები,სენსაციები … და მაინც რა არის ნამდვილი სენსაცია ?? არც მე არ ვიცი.. მაგრამ ის ნამდვილად არ არის რასაც თქვენ, ჟურნალისტები წერთ….
და მაინც რა არის ნამდვილი სენსაცია,სად და რა არის ის, რაც არასოდეს არსად დაწერილა ? ? ? ….
ამ თემამ ბედნიერება წამართვა ..