კერძო და საჯარო სკოლები

განათლება ადამიანის სრულყოფილად განვითარების პროცესში ყველაზე  მნიშვნელოვანი ასპექტია. იგი ბავშვის დაბადებიდანვე იწყება და გრძელდება მანამ, სანამ ადამიანს განვითარების სურვილი არ გაუქრება. თუმცა ძირითად წყაროდ, საიდანაც განათლების მიღებაა შესაძლებელი,მაინც ოჯახი და სკოლა რჩება. გამომდინარე აქედან,ჯერ მთავარია ოჯახი იყოს მზად იმისთვის, რომ იქ ბავშვმა მშვიდად და დაცულად ცხოვრება შეძლოს,ხოლო შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხი,რა თქმა უნდა, სკოლაა.კერძო სკოლების რიცხვი ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა,რაც კიდევ უფრო ართულებს კერძო და საჯარო სკოლებს შორის არჩევანის გაკეთებას. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრის მიუხედავად და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,მე მაინც მიმაჩნია,რომ კერძო სკოლაში მიღებული განათლება უკეთესია,ვიდრე საჯარო სკოლაში.

დღეს საქართველოში სამასამდე კერძო სკოლაა,თუმცა ისინიც რამდენიმე ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. ძალიან ძვირადღირებული სკოლები,სადაც წლიური გადასახადი 5000 დოლარამდეა, საშუალო ღირებულების სკოლები,სადაც 3000 ლარამდეა გადასახადი და შედარებით დაბალფასიანი სკოლები,სადაც სწავლის ღირებულება 1000-დან 2000 ლარამდეა. ასეთი სკოლების უპირატესობა მკაფიოდ გამოჩნდება,თუ ვიტყვით რომ მსგავსი ძვირადღირებული კერძო სკოლები ბავშვებს სთავაზობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს, ე.წ საზაფხულო სკოლებს, განსხვავებულ და ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს. ბავშვების სიმცირე კლასებში და მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა საჯაროსთან შედარებით კერძო სკოლებს აშკარა უპირატესობას ანიჭებს. მსგავს სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობა მოზარდების სპორტულ და ჯანმრთელ ცხოვრებას,რაც ხშირ შემთხვევაში მშობლების განსაკუთრებული მოთხოვნაა.გამომდინარე აქედან,კერძო სკოლებში ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია ვიდრე საჯარო სკოლებში.

კერძო სკოლების უმრავლესობა გამოირჩევა განსაკუთრებულად კარგად ორგანიზებული უსაფრთხოების სისტემით,რაც სრულყოფილი განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოზარდებში ძალადობისა და ჩხუბის ფაქტები გამორიცხული არ არის,სწორედ ამიტომ ჩვეულებრივ,მშობლები ითხოვენ,რომ მათი შვილების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და კერძო სკოლებიც ამ მოთხოვნას საკმაოდ კარგად ასრულებენ. აღნიშნულ სკოლებს ჰყავთ საკუთარი დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მშვიდად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, კარგი უსაფრთხოების სისტემა კერძო სკოლების კიდევ ერთი მთავარი უპირატესობაა.

თითქმის ყველა კერძო სკოლა გამოირჩევა განსაკუთრებული ინფრასტრუქტურით,რაც აუცილებელია მოზარდთა განვითარებისთვის. რომ არაფერი ვთქვათ საკლასო ოთახების აღჭურვილობაზე,აღნიშული ასპექტის დასასაბუთებლად ისიც საკმარისი იქნება, თუ ვიტყვით,რომ მსგავს სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმომა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სრულფასოვნად შესწავლას.  ქიმიისა და ფიზიკის შესწავლა მიმდინარეობს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის საფუძველზე,როგორც ეს თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ხსება,არამედ პრაქტიკულ მეცადინეობასა და ცდებზე დაყრდნობით,რომლებიც ტარდება ამ საგნებისთვის სპეციალურად გამოყოფილ აუდიტორიებში. ცდებისა და მსგავსი თვალსაჩინოების საშუალებით იზრდება მოზარდთა ინტერესი აღნიშნული საგნების მიმართ და ისინი ბევრად უფრო მონდომებით სწავლობენ საბუნებისმეტყველო საგნებს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კერძო სკოლების უარყოფითი მხარეები,რაც ძირითადად უკავშირდება სწავლის საფასურს. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სოციალური ფენით,სწორედ ამიტომ ოჯახთა უმრავლესობას ფინანსურად არ აქვს საშუალება გადაიხადოს ის თანხა რაც კერძო სკოლებისთვისაა დაწესებული. უნდა ვაღიაროთ,რომ აღნიშნული ასპექტი მსგავსი სკოლების ყველაზე დიდი ნაკლია. ასევე ამბობენ იმასაც,რომ მთავარი არა სკოლა და გარემო არამედ ახალგაზრდების მოტივაცია და ინტერესია სწავლის მიმართ. გარკვეულწილად მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას და მიმაჩნია,რომ განათლებისთვის სწავლის სურვილია მთავარი და არა ის ადგილი, სადაც ისწავლი,თუმცა საკუთარი თავის მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა,რომ ის დამოკიდებულება,რომელიც კერძო სკოლებში აქვთ მასწავლებლებს მოსწავლეების მიმართ ორმაგად მოქმედებს ახალგაზრდების ცნობიერებაზე,ორმაგად უღვიძებთ მათ სწავლის სურვილსა და მოტივაციას. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,რომ კერძო სკოლების ღირებულება ზოგჯერ იმაზე უფრო მეტია ვიდრე უნდა იყოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რომ ზოგიერთ კერძო სკოლაში არიან ფსიქოლოგები. ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თემაა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ახალგაზრდების ყველაზე რთული პერიოდი,რასაც გარდატეხის პერიოდს ვეძახით, დაახლოებით 12-დან 17 წლამდე გრძელდება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ოჯახისა და შემდეგ სკოლის როლია,მიუხედავად ამისა პრობლემები რაც თავს იჩენს ცხოვრების ამ ეტაპზე შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მშობლისთვის,თუმცა მარტივად დაინახოს ამ ბავშვების გვერდით მყოფმა ფსიქოლოგმა და დაეხმაროს მას მათ მოგვარებაში. ჩვენს გარშემო არსებული სოციალური პრობლემების ფონზე გარდატეხის ასაკიც იმაზე უფრო მძაფრია ვიდრე ეს წლების წინ იყო,ამიტომ მშობლების უმეტესობას აუცილებლად მიაჩნია სკოლებში ფსიქოლოგის ყოფნა,რის საშუალებასაც მხოლოდ კერძო სკოლები იძლევა.

საბოლოოდ,ცხადია რომ საჯარო და კერძო სკოლებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კი კერძო სკოლის უპირატესობა ჩანს,თუმცა ისევე როგორც ყველაფერს,მასაც აქვს გარკვეული ნაკლი. მიუხედავად ყველაფრისა,ჩემი აზრით ის პროგრამები,შემოთავაზებები, შექმნილი გარემო,ფიზიკური აქტივობების სიჭარბე, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ დიდი ყურადღება, ფსიქოლოგის ყოფნა სკოლაში და განსაკუთრებულად მეგობრული დამოკიდებულება მასწავლებლებსა და მოსწავლეებ შორის კარგი განათლების გარანტიაა. სწორედ ამიტომ,მიმაჩნია,რომ კერძო სკოლაში მიღებული განათლება უკეთესია ვიდრე საჯარო სკოლაში.Children-in-school

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s